ქვემო აკეთის სკოლაში ჩატარებული ღონისძიებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა
15-05-2017
ქვემო აკეთის სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეთიკის კათედრის ხელმძღვანელებმა მაია აბაშიძემ და ნინო ჩინჩალაძემ მოამზადეს ღონისძიება - "მე მიყვარს საქართველო".

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიება შესანიშნავი გამოვიდა:

''ღონისძიება შესანიშნავი გამოვიდა. მოსწავლეთა ჩაცმულობა თუ სადღესასწაულო ტორტიც ამაზე მიგვანიშნებდა. ღონისძიებაზე მოსწავლეები საუბრობდნენ საქართველოს კუთხეებზე, სლაიდებით კედელზე ნაჩვენები იყო კუთხეების ღირსშესანიშნაობები, მღეროდნენ და ცეკვავდნენ საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელ სიმღერებსა და ცეკვებს, ღონისძიება გაიხსნა ჩვენი ულამაზესი კუთხის აფხაზეთის ჩვენებით.''   

დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიების ხელმძღვანელ მასწავლებლებს დიდი მადლობა გადაუხადა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...