ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
16-10-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ბანძის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ.
მოსწავლეებმა სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერეს და მარტვილის უძველესი ისტორიის შესახებ ექსკურსიამძღოლის ნინო სურმავას მინი-ლექცია მოისმინეს.
გასვლით გაკვეთილში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ.
„მშობლებისა და მოსწავლეთა სახელით მადლობას ვუხდით მუზეუმის მესვეურთ გულთბილი მიღებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“