ქსნის საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მოწესრიგებული გარემოთი შეხვდა
16-10-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსნის საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას მოწესრიგებული გარემოთი შეხვდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მოსწავლეების დასახვედრად გულმოდგინედ ემზადებოდნენ.
მოსწავლეებს დეკორატიულად გაფორმებული და მოწესრიგებული საკლასო ოთახების ნახვა ძალიან ესიამოვნათ. მათ საჩუქრად სახელმძღვანელოები გადაეცათ. პირველკლასელებმა ბუკებიც მიიღეს.
ქსნის საჯარო სკოლა ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს წარმატებებს უსურვებს.