ნიგვზარის საჯარო სკოლას ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორია ექნება
16-10-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის ნიგვზარის საჯარო სკოლას ფიზიკის ვირტუალურ/რეალური ლაბორატორია ექნება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ლაბორატორიის გამოყენებით ვირტუალური ექსპერიმენტი მაქსიმალურად რეალობასთან იქნება მიახლოებული.

„ფიზიკის სწავლება უფრო საინტერესო და სახალისო გახდება. ამასთან დაკავშირებით სკოლას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი სტუმრობდა. წარმატებები ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეებო“,-ნათქვამია ნიგვზარის საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203