პირველი მაისის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
16-10-2019

ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.

„პირველი მაისის საჯარო სკოლას ამჟამად 1 მენტორი (კიდევ ერთი მენტორი  ამ ზაფხულს სამუშაოდ დედაქალაქში გადავიდა), 7 - წამყვანი და 11 - უფროსი მასწავლებელი ჰყავს, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საუკეთესო თუ არა, ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელია! ბოლო წლების განმავლობაში მოსწავლეები ჩართული იყვნენ საწრეო, საკლუბო მუშაობაში. მათ უამრავ პროექტში მიიღეს მონაწილეობა! - უამრავ კონკურსში! მასწავლებელთა მაღალი კვალიფიკაცია მოსწავლეთა წარმატებების წინაპირობაა!“-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

გაეცანით პირველი მაისის მაღალსტატუსიანი მასწავლებლების სიას:

  • ნინელი ხუხია - მენტორი;
  • ბელა ლაგვილავა - მენტორი (ამჟამად თბილისში მუშაობს);
  • ლალი ფეტელავა - წამყვანი;
  • ნანა კორტავა - წამყვანი;
  • შორენა ბუკია - წამყვანი;
  • ნინო ცხადაია - წამყვანი;
  • ნინო კვიკვინია - წამყვანი;
  • ნონა ხუფენია - წამყვანი;
  • კობა კვიკვინია - წამყვანი;
  • გრიშა ხიმშიაშვილი - უფროსი;
  • ლალი ბუკია - უფროსი;
  • სალომე ჯოლოხავა - უფროსი;
  • ნანი კვიკვინია - უფროსი;
  • ნატო ქირია - უფროსი;
  • დალი თევზაძე - უფროსი;
  • ნათია ლატარია - უფროსი;
  • გოგი ფოჩხუა - უფროსი;
  • ლალი ჩიქობავა - უფროსი;
  • ლელა ჩემია - უფროსი;
  • თეა ტყებუჩავა - უფროსი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203