საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
16-10-2019

საჩხერის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები მსოფლიო დასუფთავების დღეს (#WorldCleanUpDAY) შეუერთდნენ და სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მათ სკოლის ეზო სარეველა ბალახისაგან გაასუფთავეს. 

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მათი სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებში ხშირად ერთვებიან.

სკოლა განხორციელებული აქტივობისთვის მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელ შორენა ცუხიშვილს დიდ მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203