გომის საჯარო სკოლის ხუთმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
16-10-2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის გომის საჯარო სკოლის 5-მა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა.

კერძოდ კი ორმა პედაგოგმა - ციალა რომანაძემ და ანა ჩარექოვმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო, ხოლო სამმა პედაგოგმა - რუსუდან მახაჭაშვილმა, ბონდო გელაშვილმა და მანანა ქიტიაშვილმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

სკოლა ულოცავს მათ და უფრო მეტ წარმატებებს უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203