თელავის N9 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
16-10-2019
თელავის N9 საჯარო სკოლაში 2019-20 სასწავლო წლის დაწყება დიდი ზეიმით აღნიშნეს.
სკოლის ეზოში მოსწავლეებმა საზოგადოების წინაშე ლექსები წარმოთქვეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიებით ყველა კმაყოფილი დარჩა.
„ახმაურებული სკოლა, ლამაზი და ფერადი დეკორაციები კედლებზე, ფანჯრებზე, ჭერზე... საჩუქრები მერხებზე ... ყვავილები, ყვავილები, ყვავილები ირგვლივ... ყველაზე ლამაზი გოგო - ბიჭები სკოლის ეზოში, დერეფნებში საკლასო ოთახებში. სპეციალურად ამ დღისთვის განსაკუთრებულად „გამოპრანჭული“ მასწავლებლები. ღიმილი, სითბო და სიყვარული ... ეს თელავის მეცხრე სკოლის სასწავლო წლის დასაწყისია. გილოცავთ ყველას!“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
სკოლა ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“