„მოგზაურობა ანბანეთში“ - ძეგვის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება გამართეს
16-10-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ძეგვის საჯარო სკოლაში 1ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნინო ზურაბაშვილის ხელმძღვანელობით, ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.
პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„დღეს ჩვენთან ასე ნანატრი დღე თენდებაო, გზად ია- ვარდი დაჰფინეთ ანბანი მობრძანდებაო!“, - წარმოთქვეს პირველკლასელებმა.
1ბ კლასის მოსწავლეების „მოგზაურობა ანბანეთში“ შთამბეჭდავი გამოვიდა.