„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა
16-10-2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე სტუმრად იმყოფებოდა.

გიორგი ჭაუჭიძე სწორედ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ეზიარა პირველად მასწავლებლის პროფესიას და აქვე ასწავლიდა 1999-2004 წლებში.

შეხვედრამ ყოფილ კოლეგებთან მეტად ემოციურ და საქმიან გარემოში ჩაიარა.

5 ოქტომბერს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული გამოვლინდა და ის მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203