მთისძირის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეები ორიგინალური საჩუქრით გაახარა
16-10-2019
ყვარლის მუნიციპალიტეტის, მთისძირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელმა, ქეთევან ზურაბაშვილმა, ბავშვები ორიგინალური საჩუქრით გაახარა.
მან თავისი მოსწავლეების ფოტოებით საათი გააფორმა. ოქროსფერი საათის შუაგულში მასწავლებლის, ირგვლივ კი მისი 12 მოსწავლის ფოტოებია. ამ საჩუქრით ქეთევან ზურაბაშვილმა თავისი მოსწავლეებისადმი სიყვარული გამოხატა, რისთვისაც მშობლები მას მადლობას უხდიან.