იხტილის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყეს
16-10-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, იხტილის საჯარო სკოლაში პირველკლასელების მიღება საზეიმო ვითარებაში გაიმართა.

მასწავლებელმა ბავშვებს ტორტი და ფერადი ბუშტებით მორთული აუდიტორია დაახვედრა, დაფაზე კი თეთრი ქაღალდებისგან გამოჭრილი მტრედები და პეპლები იყო გამოფენილი.

პირველკლასელებმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად განახლებული კომპიუტერები მიიღეს. ბუკები ბავშებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. 

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მათ სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203