ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ-შემეცნებით თამაშში ჩაერთნენ
16-10-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გვანცა ვარშანიძე, გიორგი დუმბაძე და ვაჟა ხინიკაძე სპორტულ-შემეცნებით თამაშში- city game ჩაერთნენ.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მათ თამაშის პროცესში დიდი წვლილი შეიტანეს.

City game იგივე „ქალაქური თამაში“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და ინტელექტუალური თვალსაწიერის გაფართოებას.  იგი მონაწილეებს  შესაძლებლობას აძლევს მათ ქალაქში არსებული ღირსშესანიშნაობები მოინახულონ. მათ ეს ყველაფერი სატრანსპორტო საშუალებების გარეშე უნდა მოახერხონ.

ამერიკული წარმოშობის სპორტულ-შემეცნებითი თამაში, 14 ოქტომბერს, ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203