ეშტიის N1 საჯარო სკოლას ოთხი უფროსი მასწავლებელი შეემატა
16-10-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელს უფროსი მასწავლებლების რიცხვი ოთხით გაიზადრა.
სკოლას უკვე შვიდი უფროსი მასწავლებელი ჰყავს.
სკოლა პედაგოგებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს და წისნვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.