დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლამ ინგლისური ენის ოლიმპიადაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში მე-2 ადგილი დაიკავა
16-10-2019
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კინგსის“ 2019 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადაზე მე-2 ადგილი დაიკავა შემდეგი ძირითადი მაჩვენებლით: იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც ფინალურ ტურში დიპლომი დაიმსახურეს.
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ინგლისური ენის მასწავლებლებს მაია აშორტიას და იზოლდა დანელიას მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის, აგრეთვე მოსწავლეთა მშობლებს ეფექტური ჩართულობისათვის.