ლიხაურის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „ადამიანის ჯანმრთელობა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ განხორციელდა
16-10-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასში სოციალური პროექტი - „ადამიანის ჯანმრთელობა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში სკოლაში სოფლის ექიმი მოიწვიეს, რომელმაც მოსწავლეებთან ადამიანის ჯანმრთელობაზე თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონების, მავნე გავლენის შესახებ ლექცია ჩაატარა.

ექიმმა მოსწავლეებს ინფორმაცია იმ დაავადებების შესახებ მიაწოდა, რომლებიც მოზარდ თაობაში ამ ტექნოლოგიებთან დღის განმავლობაში ხანგრძლივი დროით გატარების შემთხვევაში იჩენენ თავს.  

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტზე მუშაობა მიზანმიმართული იყო და ამით მოსწავლეებში ინფორმირებულობის დონე გაიზარდა.

პროექტის ხელმძღვანელი ისტის მასწავლებელი ხათუნა ცეცხლაძე იყო.

„მიუხედავად იმისა რომ, თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების გამოყენება უბრალოდ აუცილებელია ბავშვისთვის, საჭიროა აგრეთვე  ზომიერების დაცვა. ტექნოლოგიების ზედმეტად გამოყენება და დაქვემდებარება სხვადასხვა ფუნქციური და ორგანული დარღვევების განვითარებას იწვევს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203