რუსთავის N16 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
16-10-2019

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N16 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ხმის დამთვლელი კომიიის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული კანდიდატები კლასების მიხედვით:

  • VII - მაგდა ბარბაქაძე
  • VII - ანა კობალაძე
  • VIII- მარიამ ლაშაური
  • VIII - დავით ბოლქვაძე
  • IX - გიორგი გოგოლაძე
  • IX - ზაზა არჯევანიძე
  • X - ნანუკა თინიკაშვილი
  • X - გვანცა ფხაკაძე
  • XI - ვაკო მაისურაძე
  • XII - თათია ხუნაშვილი

არჩევნები მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გაიმართა.

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

სკოლის თვითმმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203