ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგ ხათუნა მსხალაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
16-10-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, ხათუნა მსხალაძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლის ადმინისტრაცია ხათუნა მსხალაძეს კიდევ ერთხელ ულოცავს ამ წარმატებას და უფრო მეტ წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.