წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი გაკვეთილი - „წიგნი ჩვენი მეგობარია“ ჩატარდა
16-10-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში კრეატიული გაკვეთილი სახელწოდებით - „წიგნი ჩვენი მეგობარია“ ჩატარდა.
კრეატიულ გაკვეთილში სკოლის Vგ კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან კუჭავაა, ხოლო დამრიგებელი მაკა ჟორჟოლიანი.
მოსწავლეებმა სხვადასხვა თემაზე მცირე ზომის მხატვრული ნაწარმოებები შექმნეს, რომლის გაფორმებაზეც თავად იზრუნეს.
„მათ ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა. ბავშვების წიგნებმა სკოლის ბიბლიოთეკაში დაივანეს ადგილი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
გაკვეთილს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძე და ბიბლიოთეკარი ლილი ლექვთაძე ესწრებოდნენ.
დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავამ ბავშვები წიგნით „საბავშვო ენციკლოპედია“ დააჯილდოვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ასეთი გაკვეთილები მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“