გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მტირალას ეროვნული პარკი დალაშქრეს
16-10-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მტირალას ეროვნულ პარკში ლაშქრობაზე იმყოფებოდნენ.
ლაშქრობა 12 ოქტომბერს, სპორტის მასწავლებლის, მერაბ სიხარულიძის, ინიციატივითა და ორგანიზებით, მტირალას ეროვნული პარკის წაბლნარის ბილიკზე შედგა.
მოსწავლეებმა პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ზიპლაინით ისარგებლეს. მათ წაბლნარის ბილიკზე განთავსებული ტბის ნაპირას სახალისო აქტივობა სახელწოდებით „ყველაზე სწრაფები გურიაში" განახორციელეს და გამარჯვებული გუნდი გამოავლინეს.
მოსწავლეთა განმარტებით, დღე იყო საინტერესო, სახალისო და პოზიტიური.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“