თბილისის N172 საჯარო სკოლიდან 13 ღვაწლმოსილი პედაგოგი გააცილეს
16-10-2019

თბილისის N172 საჯარო სკოლა 13-მა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა დატოვა.

სკოლის დირექციამ, კოლექტივმა და ყოფილმა მოსწავლეებმა მასწავლებლებს ლამაზი და დასამახსოვრებელი გაცილება მოუწყვეს.

„წლევანდელი 16 სექტემბერი ჩვენი სკოლისათვის რამდენადმე უჩვეულო იყო. იყო სიხარული, იყო ყვავილები, კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს, კიდევ ერთხელ ერთხელ გაიღო კარი პირველკლასელთათვს, კიდევ ერთხელ შემოაბიჯეს მე-12 კლასელებმა მათთვის ბოლო სასწავლო წელს სკოლაში, მაგრამ იყო დიდი სევდაც- ღვაწლმოსილმა 13 პედაგოგმა დატოვა სკოლა, დატოვეს ღირსეულად და დაუტოვეს სკოლას დიდი სიყვარული. სკოლის დირექციამ, კოლექტივმა და ყოფილმა მოსწავლეებმა ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი გაცილება მოუწყვეს. მათ მიესალმნენ ახლად მიღებული, ასევე შესანიშნავი პედაგოგები, რომლებმაც ჩაანაცვლეს ისინი. მოსწავლეებმა ყოფილ პედაგოგებს ბევრი თბილი სიტყვა უთხრეს, მადლობა გადაუხადეს ამაგისთვის“,- ნათქვამია თბილისის N172 საჯარო სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203