ვახტანგისის N2 საჯარო სკოლას წარჩინებული აბიტურიენტის აღზრდისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
16-10-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვახტანგისის N2 საჯარო სკოლას წარჩინებული აბიტურიენტის, დავით ვასილევის, აღზრდისთვის თავისუფალმა უნივერსიტეტმა მადლობის სიგელი გადასცა.
დავით ვასილევი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით სწავლობს.
„სკოლა ამაყობს თავის აბიტურიენტებით, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეგახსენებთ რომ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლა არის ქართული სკოლა, დაკომპლექტებული ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებით.“
წელს უმაღლეს სასწავლებლებში ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის სხვა აბიტურიენტებმაც წარმატებით ჩააბარეს. კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ ვუგარ გასანოვი, ანრი ვასილევი და ემილ ასლანოვი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე სწავლა გააგრძელა გულჩინა ახმედოვამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ქამრან ახმედოვი, გორის სასწავლო უნივერსიტეტის ჩააბარა ელვინ ისმაილოვმა, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA ) სტუდენტი გახდა ვიქტორ ებანოიძე.
სკოლა ყველა კურსდამთავრებულს წარმატებებს და წინსვლას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203