
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ძველი ანაგის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან „ბუქები“გადაეცათ.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ძველი ანაგის საჯარო სკოლაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს დეპუტატი გოჩა ჯალიაშვილი იმყოფებოდნენ.
მათ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და კომპიუტერები გადასცეს.
საქართველოს საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყო.
იხილეთ ფოტოები