ალერტკარის საჯარო სკოლის პედაგოგი ასმათ გვაჯაია წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
16-10-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალერტკარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ასმათ გვაჯაია, როგორც წარმატებული მასწავლებელი, ზუგდიდის მერიამ მასწავლებლის დღეზე დააჯილდოვა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მეოთხე წელია საჯარო სკოლების წარმატებულ მასწავლებლებს აჯილდოებს.
„წელს, მერიამ სერტიფიკატები და ფულადი ჯილდო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51-ვე საჯარო სკოლის წარმატებულ პედაგოგებს, განსაკუთრებული წვლილისთვის ერთ დირექტორს, ხოლო წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო საგნობრივ ჯგუფში 9 მასწავლებელს გადასცა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან, ასევე რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, კახაბერ ფარცვანიასთან, ერთად პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.
პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
ალერტკარის საჯარო სკოლა ასმათ გვაჯაიას ამ წარმატებას ულოცავს და თავის პროფესიულ საქმიანობაში შემდგომშიც წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203