წყალაფორეთის საჯარო სკოლაში ქიმიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
16-10-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის საჯარო სკოლაში, X კლასში, ქიმიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
„გაკვეთილი მოტივაციის აღმოჩენით სწავლების მეთოდით მიმდინარეობდა. ახალი მასალა შენდებოდა წინარე ცოდნაზე. მოსწავლეები მასწავლებლის ნათლად გადმოცემულ მასალებს კარგად იგებდნენ და სხვადსხვა ქტივობებით ნასწავლს განმტკიცებდნენ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, გაკვეთილი საინტერესო და მიზანზე ორიენტირებული გამოვიდა.
ღია გაკვეთილი პედაგოგმა, მანანა ოკრიბელაშვილმა, ჩაატარა.
მანანა ოკრიბელაშვილი უახლოეს მომავალში სტატუსის ამაღლებას ელოდება. სკოლა მას წარმატებებს უსურვებს.