გეგუთის N2 საჯარო სკოლაში უფასო საგნობრივმა კლუბებმა და წრეებმა დაიწყო მუშაობა
16-10-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გეგუთის N2 საჯარო სკოლაში 1-ელი ოქტომბრიდან უფასო საგნობრივმა კლუბებმა და წრეებმა დაიწყო ფუნქციონირება.
შეიქმნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კლუბი, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, (დაწყებითი კლასების) მუსიკისა და ფიზიკური აღზრდის საგნობრივი წრეები.
მსურველებს გაწევრიანება მიმდინარე წლის 20 ოქტომბრამდე შეუძლიათ.