ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთში სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
16-10-2019
ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდნენ.
ექსკურსიაზე, რომელიც12-13 ოქტომბერს შედგა, მოსწავლეებმა სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ადგილები მოინახულეს.
„შემოდგომის რუსთაველის „უთვალავი ფერითა“ აფერადებულ მხარეში მოგზაურობამ ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, პატრიოტული განცდები აღუძრა. მათ მთელი გზა პატრიოტული სიმღერების ფონზე განვლეს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.