აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
16-10-2019
აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში მორიგი მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

არჩევნებს ორგანიზება მე-10 კლასის მოსწავლეებმა გაუწიეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, არჩევნები ყოველგვარი დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში წარიმართა.

გამარჯვება ხმათა უმრავლესობით ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ჯერო ხურციამ (14 ხმა) და მე-7 კლასის მოსწავლემ, მარიამ ჯოჯუამ (20 ხმა) მოიპოვეს.

სკოლა მოსწავლეებს წარმატებულ როგორც სასწავლო, ისე სამუშაო წელს უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203