ძენწმანის საჯარო სკოლის ხუთ პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
16-10-2019
ქედის მუნიციპალიტეტის ძენწმანის საჯარო სკოლის ხუთი პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ეს პედაგოგები არიან: ნარგული ბარამიძე, ბულბული ავალიანი, ლია შერვაშიძე, ლეილა თებიძე და ნანა ბარამიძე. სკოლა ულოცავს მასწავლებლებს ამ წარმატებას.
ძენწმანის საჯარო სკოლაში დღეის მდგომარეობით მასწავლებელთა 85% უფროსი მასწავლებელია.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.