ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში ღონისძიება -„მე დავხატავ მზეს“ ჩატარდა
16-10-2019
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მე დავხატავ მზეს“ ჩატარდა.
„ღონისძიება იმ ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიეძღვნათ, რომელთაც მრავალი წელი თავიანთი უშრეტი ენერგიით მრავალ თაობას გაუკვალეს გზა მომავლისაკენ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სიტყვები წარმოთქვეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიებით მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც კმაყოფილები დარჩნენ.
სკოლის საზოგადოებამ ღვაწლმოსილი მასწავლებლების მიმართ თავისი დამოკიდებულება მათთვის მადლობის გადახდით გამოხატა.