ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
16-10-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის 1-ელ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის ტიპი- ინტეგრირებული.
სასწავლო პროცესს დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნატო ნიქაბაძე ხელმძღვანელობდა.
პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა და საინტერესო აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს.