აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსვლელობა - „პარასკევი მომავლისათვის“ გამართეს
16-10-2019
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასებმა ღონისძიება-მსვლელობა - „პარასკევი მომავლისათვის“ მოაწყვეს.

მოსწავლეებმა მსვლელობისთვის მოამზადეს პლაკატები ლოზუნგებით - „ნუ დაამახინჯებ დედამიწას“, „იმოქმედე კლიმატისთვის“, „არა ტყის გაჩეხვას“, „ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს გარემოს“ და ა. შ.

მოსწავლეების მსვლელობის ორგანიზებას პედაგოგი თ. კუხიანიძე ხელმძღვანელობდა.

მოძრაობის „პარასკევი მომავლისთვის“ ინიციატორი შვედი ეკო აქტივისტი გრეტა ტუნბერგია. 16 წლის შვედი გოგონას დაწყებულმა მოძრაობამ საერთაშორისო სახე მიიღო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203