უჩხოს საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საწრეო მუშაობა ჩატარდა
16-10-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის უჩხოს საჯარო სკოლის პირველ კლასში,11 ოქტომბერს, მათემატიკაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საწრეო მუშაობა ჩატარდა.
მასწავლებელმა ნანული სოლომონიძემ საწრეო მუშაობა თემაზე: „მეტია? ნაკლებია? ტოლია?“ ჩაატარა.
„მოსწავლეები გაეცნენ და ცოდნა გაიმყარეს რიცხვების შედარებაზე - მეტია? ნაკლებია? იმდენივეა? მოსწავლეებმა ხალისით იმუშევს და შედეგზეც გავედით“,- ამბობს ნანული სოლომონიძე.
წრის მუშაობის ფარგლებში ეს რიგით მეორე შეხვედრა იყო.