წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
16-10-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება სახელწოდებით - „მშვიდობა მსოფლიოს“ ჩაატარეს.
ღონისძიებაში სკოლის მე-5, მე-6, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ინგლისური ენის მასწავლებლები, იულია კუხალაშვილი და ნინო გიორხელიძე, ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მშვიდობის დღის დაწესებისა და ზოგადად მშვიდობის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე მათ მიერ დაწერილი სლოგანები წარმოადგინეს.
„განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მათ მიერ დახატულმა პოსტერებმა და სხვადასხვა ხასიათის ნახატებმა, რომლებსაც მშვიდობის თეთრი მტრედები ამშვენებდა“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“