ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეს ანა ავაქაშვილს „ეტალონის“ „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადაეცა
15-10-2019
თელავის მუნიციპალიტეტის ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანა ავაქაშვილმა, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მიიღო.
ანა ავაქაშვილი 2018-2019 სასწავლო წლის თელავის „ეტალონი მოსწავლეა“.
„ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი ანას მშობლიურ სკოლასა და სკოლის დირექტორს, ნათელა ბოჭორიშვილსაც, გადაეცათ.
„ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული პროექტ „ეტალონში", რომელიც მართლაც საუკეთესო ხიდია განათლებასა და ცოდნის შეძენით დაინტერესებულ მოსწავლეებს შორის. სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უამრავ გამორჩეულ ახალგაზრდას შორის გამარჯვება ჩვენმა აღზრდილმა ანა ავაქაშვილმა მოიპოვა და 2018-2019 სასწავლო წლის თელავის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა“,- აცხადებს სკოლის დირექტორი ნათელა ბოჭორიშვილი.
მისივე თქმით, ანას წარმატებამ სტიმული დანარჩენ მოსწავლეებსაც მისცა. ისინი ცოდნის გაღრმავებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად პროექტში ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.
„ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტ „ეტალონს“, მის შემოქმედებით გუნდს და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ მართლაც მამულიშვილური საქმის წარმატებით განხორციელებისათვის და წარმატებებს უსურვებს“,- ამბობს ნათელა ბოჭორიშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“