დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლას წარჩინებული აბიტურიენტის აღზრდისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
15-10-2019
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამარ ზვიადაურმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-ანი გრანტი მოიპოვა და თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
სკოლას თავისუფალი უნივერსიტეტიდან წარჩინებული აბიტურიენტის აღზრდისათვის მადლობის სიგელი მოუვიდა.
„მშობლიური სკოლა ამაყობს თამარის წარმატებებით და მომავალშიც წინსვლას უსურვებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.