კერძო სკოლა „საუნჯეში“ სპორტულ-გასართობი აქტივობები ჩატარდა
15-10-2019
რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეში“ ევროპის სპორტის კვირეულის პროგრამის (#beactive) ფარგლებში სხვადასხვა სპორტულ-გასართობი აქტივობები ჩატარდა.
მოსწავლეები ერთმანეთს მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში და სპორტის სხვა სახეობებში შეეჯიბრნენ.
„ჩვენი სკოლისათვის მნიშვნელოვანია ჩვენმა მოსწავლეებმა იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და გახდნენ აქტიურები. სწორედ ამიტომ ჩავერთეთ ევროპის სპორტის კვირეულის პროგრამა #beactive-ში“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.