გაეცანით მერჯევის საჯარო სკოლის პედაგოგის თამარ კურცხალიას სტატიას - „პრობლემები პირველ კლასში, კითხვებზე ზეპირი პასუხის გაცემის სწავლებისას“
15-10-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ კურცხალიამ, სტატია - „პრობლემები პირველ კლასში, კითხვებზე ზეპირი პასუხის გაცემის სწავლებისას“ დაწერა.

სტატიაში პედაგოგი ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარების საკითხზე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს.

„21-ე საუკუნე ცვლილებების საუკუნეა, სწავლების ერთ-ერთი აქტუალური მიზანი მოსწავლეთა ეფექტური ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარებაა. ეს ყველა საგნის და არა მარტო მშობლიური ენის ფუნქციაა, რადგან, ზოგადად, სწავლება ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს, რომელიც შეძლებს კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში ორიენტირებას, საკუთარი თვალსაზრისების მკაფიოდ და გასაგებად გამოთქმას. ამაზე ზრუნვა სწავლების ყოველ ეტაპზეა საჭირო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი დაწყებით საფეხურზე იძენს“,- წერს სტატიაში თამარ კურცხალია.

იხილეთ სტატია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203