ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღვინის ფესტივალში მონაწილეობდნენ
15-10-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები „გურჯაანის ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდნენ.
ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღვინის ფესტივალზე განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს. მათ ღონისძიება გახსნეს და თემატური სიმღერები, ცეკვები, ნახატები თუ სხვა ტიპის ნამუშევრები წარმოადგინეს. ასევე მათთვის განკუთვნილი კუთხე გააფორმეს.
„ჩვენი მოსწავლეების აქტიურობა ველისციხის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგების, მანანა ქიტუაშვილისა და ანნა დათუაშვილის, ასევე ცეკვის პედაგოგის, ნანა ქორბუდიანის, შრომის შედეგია. ფესტივალზე ჩვენი სკოლის მოსწავლე გიგი გიგაურმა სიმღერა „ღვინო კახურო“ შეასრულა. მოსწავლეებმა ნიკა ოთარაშვილმა, გიორგი ჯვარაშვილმა და ნინი სოსებაშვილმა მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს, ხოლო ანსამბლმა ველისციხემ ქართული ხალხური ცეკვა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
წელს ღვინის ფესტივალზე საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ. მათ დამთვალიერებელს სხვადასხვა ტიპის წარმოდგენა და ნამუშევარი შესთავაზეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ფესტივალი დამსწრე საზოგადოების მიერ როგორც ორგანიზებულობის, ასევე დეკორაციების და შინაარსობრივი ნაწილის მიხედვით, საუკეთესოდ შეფასდა.
ღვინის ფესტივალი 2019 წლის 12 ოქტომბერს, გურჯაანში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების თაოსნობით ჩატარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203