ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწვლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
15-10-2019
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურზე ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართა.
„მოსწავლეები საოცარი ენთუზიაზმით და მონდომებით ჩაერთვნენ კანდიდატთა არჩევის პროცესში. არჩეულ კანდიდატებს ვუსურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო და შემოქმედებით სასწავლო წელს!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ამოცანაა ხელი შეუწყოს სკოლის ეფექტურ ფუნქციონირებას და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.