
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში ბავშვებს ინტეგრირებული გაკვეთილები უტარდებათ, რაც ერთი გაკვეთილის პერიოდში რამდენიმე სხვადასხვა დისციპლინის ჩართვას ითვალისწინებს.
პროგრამა გაერო-ს ბავშვთა ფონდის და ესტონეთის და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობით შემუშავდა.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცნობით, ეს ინოვაციური, ესტონური მოდელი გახლავთ, რომლითაც საქართველოს 15 სკოლაში მიმდინარეობს უკვე სწავლება.
გაკვეთილებზე დასასწრებად, სკოლას ესტონეთის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კაი კაარელსონი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი ესტუმრნენ.
იხილეთ ვიდეო