გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ცაციაშვილმა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირებში წარმატებით იასპარეზა
15-10-2019
გორის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ, მარიამ ცაციაშვილმა (დამრიგებელი - ნათია ტლაშაძე) ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირებში წარმატებით იასპარეზა.
სკოლის აღსაზრდელმა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირში II ადგილი აიღო. მაია ჩიბურდანიძის სახელობის ტურნირში კი I ადგილი დაიკავა.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„ვულოცავთ პატარა მარიამს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.