დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მშობელთა ჩართულობის პროგრამა გრძელდება
15-10-2019
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, მშობელთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, მშობლები და დირექტორი მათემატიკის გაკვეთილს დაესწრნენ.
კლასი-II, მასწავლებელი-მაია ბეჭვაია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი შთამბეჭდავად წარიმართა, წარმოდგენილი იყო მდიდარი ბეჭდური რესურსები, მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა და სხვა ეფექტური აქტივობები. მასწავლებელი დადებით და წამახალისებელ განწყობას ქმნიდა. მშობლებმა და დირექტორმა დადებითი შეფასება გამოთქვეს და კმაყოფილება გამოხატეს მასწავლებლის მონდომების, პასუხიმგებლობის გრძნობისა და ეფექტურობის გამო.