ახალსოფლის საჯარო სკოლა ფესტივალში - „ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019“ მონაწილეობდა
15-10-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლა ფესტივალში - „ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019“ მონაწილეობდა.
ფესტივალზე სკოლამ ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა, ლიეტუა, წარმოადგინა.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეებზე“ მოსწავლეებმა მნახველს ლიეტუვას ისტორია, კულტურა, ტრადიციული ცეკვა და ეროვნული კერძები გააცნეს. მოსწავლეები ფესტივალში მონაწილეობით კმაყოფილები დარჩნენ.
ფესტივალი 2019 წლის 8 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრისა და ხელვაჩაურის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.