ფლევის საჯარო სკოლაში საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული მათემატიკის გაკვეთილი ჩატარდა 
15-10-2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის ფლევის საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული მათემატიკის გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი ალბათობის თეორიას, შემთხვევით პროცესებსა და მათემატიკური მოდელირებების საკითხებს დაეთმო.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნონა გელაშვილი ხელმძღვანელობდა. გაკვეთილზე მიწვეული იყო მათემატიკოსი ბორის სულაქველიძე.

მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა აქტივობა „ფერადი ბურთები“. მოსწავლეები სახალისო დავალებაში აქტიურად ჩაერთნენ.

ნონა გელაშვილი მათემატიკოს ბორის სულაქველიძეს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა ბორის მასწავლებელს მოტივაციის ამაღლებისთვის და ინტერესის სფეროს უკეთ გაზრდისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი.

ფლევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების ცოდნის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს გამუდმებით ახორციელებენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203