
საჩხერის მუნიციპალიტეტის, სავანის საჯარო სკოლას უკვე „წამყვანის“ სტატუსის მქონე 9 მასწავლებელი ჰყავს.
ესენი არიან: ისტორიის პედაგოგი და სკოლის დირექტორი, ნინო კომლაძე; ისტორიის პედაგოგი, ნატო ზეინკლიშვილი; ფიზიკის პედაგოგი, მზია კუპრაშვილი-აბრამიშვილი; დაწყებითი კლასების პედაგოგი, ნათია ზაქაშვილი; დაწყებითი კლასების პედაგოგი, სოფიო აბრამიშვილი; მათემატიკის პედაგოგი, ლუიზა გულიაშვილი; სპორტის პედაგოგი, მიხეილ გაფრინდაშვილი; ბიოლოგიის პედაგოგი, ლალი კომლაძე და ანა აბრამიშვილი, რომელიც სავანის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.
სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს და „მენტორის“ სტატუსისკენ მიმავალ გზაზე წარმატებას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.