ქვედა სამების საჯარო სკოლის პედაგოგები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
15-10-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლის პედაგოგები ექსკურსიაზე თბილისსა და სიღნაღში იმყოფებოდნენ.
პედაგოგებს ექსკურსია დაუღალავი შრომისა და ღვაწლის დასაფასებლად მოუწყეს. ისინი ნანახით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
„მადლობა ჩვენი სკოლის ყოფილ მოსწავლეებს: ირაკლი ბაჟუნაიშვილს, ზურიკო ცეცხლაძეს, ზაზა კაიკაციშვილსა და მანუჩარ კახიძეს, რომლებმაც გვაჩუქეს სამი ჩვენთვის დაუვიწყარი დღე, ექსკურსია თბილისსა და სიღნაღში“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.