წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას
15-10-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები Key Consulting-ის ლიდერთა სკოლის მასშტაბურ 10-თვიან პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.
Key Consulting საგანმანათლებლო და კონსალტინგური ორგანიზაციაა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა მოდულებზე იმუშავებენ.
ეს მოსწავლეები არიან: ნინო კირთაძე, მარიამ ბერაძე, ელენე და ლიზი ჭოლოკავები, ანასტასია ლობჟანიძე და ნინო ნიჟარაძე. მათ Key Consulting-ის დამფუძნებელმა, ლიკა ოხანაშვილმა, უმასპინძლა.