
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა - „ვიბრძოლოთ, ხელი შევუწყოთ განვითარებებსა და ცვლილებებს უკეთესი გარემოს მისაღწევად“ გამართეს.
ეკო კლუბი აქტივობებს „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“-ის ფარგლებში ახორციელებს. ეკო-კლუბის ხელმძღვანელი ლალი წულაიაა.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2015 წელს დაარსდა „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) მიერ, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტის თანაორგანიზატორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი არიან.
დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა 1,000–ზე მეტმა სკოლამ მიიღო.
იხილეთ ფოტოები