წევის საჯარო სკოლის პედაგოგს ეკატერინე გელაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
14-10-2019
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წევის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს, ეკატერინე გელაშვილს, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

„წევის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ბიოლოგიის მასწავლებელს, ეკატერინე გელაშვილს, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას და უსურვებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203